28 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
გარდაცვალებით დასრულებული ოჯახური ძალადობა - როგორია მარტყოფში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა

მარტყოფში, ქმრის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანება მუცლის არეში ჰქონდა და ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 

შეგახსენებთ, შემთხვევა მარტყოფში გუშინ მოხდა. ოჯახური კონფლიქტის დროს, ქმარმა ცოლს დანით დაზიანებები მიაყენა. გაშველების დროს, მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. ამის შემდეგ, მამაკაცმა ყელის არეში თვითდაზიანებები მიიყენა.

ცივი იარაღით დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მოძალადე მამაკაცისთვის საკუთარი ხელი მიყენებული ჭრილობა ყელის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

დღის ამბები