28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
კენიაში ავტობუსის ხიდიდან მდინარეში გადავარდნის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან 4 ბავშვია

კენიაში ავტობუსის ხიდიდან მდინარეში გადავარდნის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთაგან 4 ბავშვია, ავტობუსს საეკლესიო გუნდის მგალობლები გადაჰყავდა.

როგორც ცნობილია, უხვი ნალექის გამო ხიდის ნაწილი წყლით იყო დაფარული. მაშველებმა 12 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს. უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში.

დღის ამბები