28 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
"წესიერი, ზრდილობიანი ბიჭი იყო..." - 15 წლის ბიჭის საქმეზე დამნაშავეთა წრე, შესაძლოა, გაიზარდოს

15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს და სხვების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს - ამის საფუძველს იძლევა თვითმხილველების ნაამბობი, რომ ინციდენტში ათამდე პირი მონაწილეობდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიციელები გამოკითხავენ ყველა პირს და თვითმხილველს, ვისაც მომხდართან დაკავშირებით, შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.  

რატომ მოკლეს დავით კრავეიშვილი - ოფიციალური ვერსია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. მეზობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ინციდენტში მონაწილე მხარეებს შორის მკვლელობამდე 1 დღით ადრე დაიწყო. 

"საკმაოდ წესიერი, ზრდილობიანი ბიჭი იყო. ჩვენ დიდი ხანი არ არის, რაც შემოსახლებულები ვართ, ამიტომ ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ ოჯახი ვიცი, ძალიან კარგი ოჯახია. ბიჭიც ძალიან ზრდილი, კარგი ბიჭი იყო. ქალაქიდან გასული ვიყავი და რომ მოვედი, უკვე ტირილის ხმა შემომესმა, დედამისი ტიროდა აქ... მანამდე ტელევიზიით - ინტერნეტით გავიგეთ, რომ ვიღაც დაჭრეს და ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა,“- აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

საქმეზე 2 მოზარდია დაკავებული. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი სწორედ ის პირები არიან, რომლებიც დავით კრავეიშვილს სადარბაზოსთან, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. 

დღის ამბები