28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
უკრაინის საზღვართან 175 ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული

უკრაინის საზღვართან 175 ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთის ერთგვარი ტაქტიკაა, რითაც იგი საზღვარზე სამხედრო ძალებს ათავსებს, შემდეგ მუდმივ ბაზებზე აბრუნებს, ადგილზე კი სამხედრო აღჭურვილობას ტოვებს. მისივე თქმით, ამით რუსეთი სამხედრო განლაგებისთვის საჭირო დროს იგებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ გზავნილში თანმიმდევრული იყო იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აშშ არ ესწრაფვის კონფლიქტს და კრიზისის დასაძლევად საუკეთესო გზა დიპლომატია და დეესკალაციაა.

დღის ამბები