სანზონაში, სადაც 15 წლის მოზარდი მოკლეს, პოლიციაა მობილიზებული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს, შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ახლოს მოკლულის, დ.კ.-ს დედა მუშაობდა და მოზარდი მასთან იყო მისული.
"რუსთავი 2-ს" ინფორმაცია შსს-ში დაიდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.