თბილისში 15 წლის არასრულწლოვნის მკვლელობას, კონფლიქტი უძღვოდა წინ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
როგორც ადგილობრივები "რუსთავი 2-ს" პირად საუბარში უყვებიან, ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მოზარდებს შორის გოგონას გამო დაიწყო.
თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს, შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.