28 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დავის საგანია - ვის რა პოზიცია აქვს და როდის დასხდებიან მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან

სანამ საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენის კონკრეტული თარიღი ჩაინიშნება, მხარეებმა საკუთარი პირობები წამოაყენეს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ბარიერის სადავო ზღვარი და შეთანხმების შესრულება მხოლოდ კონსულტაციებითაა შესაძლებელი.

​ის, რასაც მმართველი გუნდი გამორიცხავს, მთავარი პრინციპია იმ ოპოზიციური პარტიისთვის, რომელიც ბოიკოტს მხოლოდ პროექტის განსახილველად წყვეტს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ცვლილებების მისაღწევად მაქსიმალურად ჩაერთვებიან და რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად იბრძოლებენ.

რიგგარეშე არჩევნების საკითხის გარდა, ოპოზიციის ნაწილისთვის მთავარ პრიორიტეტად 2 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, ნაწილისთვის კი, "ქართული ოცნების" მხრიდან შეთანხმების ბოლომდე მიყვანა რჩება.

მმართველი გუნდი 2024 წლამდე არჩევნების დანიშვნას ისევ გამორიცხავს, ამ ნაწილის მკაცრი ხაზგასმა კი, მათივე თქმით, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების დაყენების საფუძველს აცლის.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით დამტკიცებულია, როდის დაუბრუნდება პარლამენტი საკითხის მეორე მოსმენით განხილვას კი ჯერჯერობით უცნობი რჩება.

დღის ამბები