28 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
მალიში თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

მალიში თავდასხმის შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა.

ავტობუსს, რომელსაც მოქალაქეები ბაზარში მიჰყავდა, სამხედრო სამოსში ჩაცმული პირები დაესხნენ თავს.

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ჯერ ავტობუსის მძღოლი მოკლეს, შემდეგ კი ცეცხლი მგზავრებს გაუხსნეს.

გარდაცვლილებს შორის უმეტესობა ქალია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები