28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
სად და როდის გამოჩნდება პირველად სამედიცინო მოტოციკლეტები - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის უწყებაში განსახორციელებელ იმ ცვლილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ზაფხულის სეზონზე, საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტები გამოჩნდება. 

მისი თქმით, ეს პრინციპი სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს და პირველად სამედიცინო მოტოციკლეტები ბათუმში გამოჩნდება: 

"პირველად სამედიცინო მოტოციკლეტებს, ალბათ ბათუმში ვნახავთ. ვინაიდან, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს მოტოციკლეტები საჭიროა ტურისტულ ქალაქებში. იქ გადაადგილებაც უფრო რთულია სასწრაფოსთვის, ასევე არის ელექტრონული ბაზა და ზედამხედველობა, რომელიც ასევე დაინერგა სასწრაფოში. მათი ერთობლივი მუშაობით, ჩვენ მოვახდენთ ზარების იმგვარად გაფილტვრას, რომ შევძლებთ სწორად განვსაზღვროთ, თუ რომელ გამოძახებაზე, რომელი ტიპის ექიმი ან პარამედიკოსია გასაგზავნი. ეს იგეგმება ზაფხულის სეზონისთვის,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები