28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
არ ვიცი რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე, აცდით შხამს - თეა წულუკიანი პაატა მანჯგალაძეს

პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე დაინტერესდა, მართლა ფიქრობს თუ არა თეა წულუკიანი, რომ "შხამისა და სიძულვილის ნთხევით" ააშენებს ისეთ საქართველოს, რომელიც სჭირდება მოქალაქეებს.

"ჩვენთვის არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი ის სიძულვილის ენა, რომელიც გახასიათებთ და მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ მინდა გკითხოთ, მართლა ფიქრობთ, რომ ამ სიძულვილის შხამის ნთხევით ავაშენებთ ისეთ საქართველოს, რომელიც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს," - ჰკითხა მანჯგალაძემ წულუკიანს.

თავის მხრივ, წულუკიანმა მანჯგალაძის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის შესავალში სიძულვილი და შხამის ნთხევა არ ყოფილა, თუმცა, დასძინა, რომ ყველაფერი წინ არის.

"მე არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე, მაგრამ ჩემი გამოსვლის შესავალში არ იყო არც სიძულვილი და არც შხამის ნთხევა, თუმცა, ყველაფერი წინ არის. პარტია არ ვიცი და აცდით შხამს!" - მიმართა წულუკიანმა პაატა მაჯგალაძეს.

დღის ამბები