28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
თქვენ ხართ სამარცხვინო, "მონა ქალი იზაურა", ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი - წულუკიანი ჩარკვიანს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრსა და ოპოზიციონერ დეპუტატ, თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. ისინი "მინისტრის საათის" დროს კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანს რამდენჯერმე შეახსენა განცხადებები, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებდა და მისთვის გაუგებარი იყო, რატომ ესწრებოდა ჩარკვიანი მის გამოსვლას პარლამენტში.

გარდა ამისა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს მობილური ტელეფონის საშუალებით ჩარკვიანის სხვადასხვა განცხადებები მოასმენინა, სადაც ჩარკვიანი, კატეგორიულად აცხადებდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა.

"ლეიბებზე კოტრიალს აღარ მოგასმენინებთ... თქვენ ხართ, რაკი პარლამენტში შემოხვედით, სამარცხვინო, ეს თქვენი სიტყვებია, თქვენ ხართ ივანიშვილის მონა, რადგან ამბობდით, ვინც შევა, ივანიშვილის მონა იქნებაო. "მონა ქალი იზაურა" ნანახი გაქვთ ალბათ, ეს მონა ხართ. თქვენ ხართ ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი," - განაცხადა წულუკიანმა ჩარკვიანის მისამართით.

ამ სიტყვებმა თაკო ჩარკვიანის გაღიზიანება გამოიწვია და აღნიშნა, რომ წულუკიანი შოუს დგამდა. რაზეც წულუკიანმა უპასუხა: "შოუ კულტურის ნაწილია, მე შოუს მინისტრიც ვარ."

დღის ამბები