28 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ევროსაბჭო რუსეთისგან 2006 წელს დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდას მოელის

ევროპული საბჭო რუსეთისგან ელის, რომ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, რომელიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან დეპორტირდა, წლის ბოლომდე არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო, რა დროსაც მოსკოვს თანხის გადასახდელად 3 თვე განესაზღვრა; 3 ნოემბერს კი შეთანხმება დაიდო, რომ რუსეთი და საქართველო ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერდნენ.

ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ამ დროისთვის ელიან რუსეთის მხრიდან შეთანხმებაზე ხელის სწრაფად მოწერას და დაზარალებულებისთვის თანხის უმოკლეს ვადაში გადაცემას, რომელიც ევროპის საბჭოს საბანკო ანგარიშის მეშვეობით განხორციელდება.

 

დღის ამბები