28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ტერიტორიის მოტყუებით დარეგისტრირების ფაქტზე 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის, იმ პერიოდისათვის მოქმედი თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორია, რომლის საერთო ღირებულება 182 511 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

დღის ამბები