28 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი გენერალურ მდივანს და მედიის საკითხებში ეუთოს უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდება

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გენერალურ მდივანს ჰელგა შმიდტს და მედიის საკითხებში ეუთოს უმაღლეს წარმომადგენელს, ტერეზა რიბეიროს შეხვდება. დავით ზალკალიანმა შეხვედრები უკვე გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთოს მომავალ თავმჯდომარესთან.

შეხვედრებზე მთავარი საკითხები ეუთოს მაღალი დონის დღის წესრიგში - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა და პროცესებში საქართველოს როლი იყო.

დღის ამბები