28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
3 დეკემბერს თბილისის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების გამო ხვალ, 3 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის და მარსელის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები