28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
როდის ვარაუდობენ ეპიდემიოლოგები ახალი შტამის საქართველოში გავრცელებას და როგორი იმუნური ფონით შეხვდება "ომიკრონს" მოსახლეობა - მოახლოებული ახალი ვარიანტი და გაზრდილი იმუნიზაცია

კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში შესაძლოა უკვე 1 თვის განმავლობაში გამოჩნდეს, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მალე "დელტა" ვარიანტი "ომიკრონმა" ჩაანაცვლოს. დღევანდელი სტატისტიკა კი ისევ საგანგაშოა. ბოლო 2 დღეში დახლოებით 140 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ვირუსმა

აღსანიშნავია, რომ წამახალისებელმა ღონისძიებებმა აცრების ტემპი გაზარდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს იმუნიზაციის ცენტრს დღის განმავლობაში 1400 ადამიანი აკითხავს. ჩატარებული აცრების 50% - 60 წელს ზემოთ მოქალაქეები არიან. დღიურად სპეციალურ სივრცეში 12-15 წლამდე 40-მდე მოზარდი იცრება.

ახალი შტამის საფრთხეების გამო ბუსტერ დოზების ვადების შემცირებამ მოქალაქეებს მეტი თავდაცვის შესაძლებლობა მისცა. არსებობს მოლოდინი რომ "ომიკრონმა" იმუნური დაცვა გაარღვიოს და მსოფლიო პანდემია თავიდან დაიწყოს. ვიდრე კოვიდ 19 განახლებული ფორმით საქართველოშიც გამოვლინდება, ეპიდემიოლოგები მოკლე დროში ყველა ასაკობრივ ჯგუფში აცრების გააქტიურებაზე საუბრობენ.


დღის ამბები