28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
რუსეთის ფედერაციის განგრძობადი აგრესია და დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოსადმი საგანგაშოა - დავით ზალკალიანი​

ლავროვის მუქარას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტოკჰოლმშივე უპასუხა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ეს მოსკოვის ჩვეული რიტორიკაა. საქართველოს კურსი ურყევია და ახლა მეგობრებსაც უფრო მეტი აქტიურობა მართებთ, იმისთვის, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცემული პირობა რეალობად იქცეს. დღეს აქტიური იყო საერთაშორისო საზოგადოება.

"ეუთო დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმად რჩება, თუმცა სამწუხაროა, რომ ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპები მაინც ირღვევა.

სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის განგრძობადი აგრესია და დესტრუქციული ნაბიჯები მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს მიმართ თვითმხილველებისთვის საგანგაშოდ რჩება. ამით კი რუსეთი სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს უხეშად არღვევს, ცდილობს ევროპის საზღვრები ძალის გამოყენებით გადახატოს.

ჩვენ ვგმობთ მზარდ და მტრულ რიტორიკას უკრაინასთან მიმართებით და გახშირებულ სამხედრო მოქმედებებს მათ საზღვართან. ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენობას მხარს ურყევად ვუჭერთ. მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, რუსეთი უარს ამბობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ამის ნაცვლად ახდენს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის მილიტარიზებას. აგრძელებს არალეგალურ სამხედრო წვრთნებს და აშენებს ახალი ტიპის ბერლინის კედლებს კილომეტრიანი მავთულხლართების სახით. რუსეთი ამით მხოლოდ არ ემუქრება ინდივიდუალურ სახელმწიფოს, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.

ოკუპირებულ ტერიტორიზე მყოფ საქართველოს მოქალაქეს ირაკლი ბებუას, სპეციალური სამედიცინო დახმარება სჭირდება ოკუპირებულ სოხუმში, გენადი ბესტაევი კი მხოლოდ კრიტიკულ მდგომარეობაში მისვლის შემდეგ გადმოსცეს ქართულ ხელისუფლებას

ყველაფრის მიუხედავად საქართველოს მთავრობა აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკას. კოლეგებო, ერთიანი სტრატეგია და მიდგომა რუსეთის მიმართ უმნიშვნელოვანესია, უნდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა მიუღებელია და აგრესიული პოლიტიკა უნდა შეწყდეს. სხვა გზა რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის არ არსებობს. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში სამმხრივი დიალოგის ინიციატივა წამოვაყენეთ - აზერბაიჯანს, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით და საქართველოს სამმხრივი შეხვედრების ადგილად აქცევს,"- განაცხადა ზალკალიანმა. 

დღის ამბები