28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ანა დოლიძემ საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობის დანერგვის საკითხზე ფორუმი გამართა

სოციალური დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე და საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა - აღნიშნულ თემაზე ფორუმი არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრის" და პარტია "ხალხისთვის" ლიდერის, ანა დოლიძის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების მიზანია, საკითხით დაინტერესებულ პირებთან აქტიური კომუნიკაციით შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ცვლილებაზე იმუშავებს.

"დღეს ჩვენ ვმსჯელობთ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორთან, პროფკავშირებთან, რომ ერთად წავიყვანოთ პოლიტიკური პროცესი ისე, რომ ჩვენ დავადგინოთ ნორმალური და მინიმალური ხელფასი სახელმწიფოში," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები