28 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ბოტოქსი, ბოტოქსიო რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ახსნა, თუ რასთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული - ბექა ბასილაია

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის შემდეგ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა დაცვის მხარის პოზიციაზე და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის გამოსვლისას მკაფიოდ ახსნა ყველა ის ხარჯი, რომელთან დაკავშირებითაც მას ბრალდება ედავება და ნათელი გახდა, რომ ეს თანხები საჭიროების გამო დაიხარჯა და არა ფუფუნებისთვის:

"ბოტოქსი, ბოტოქსიო რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ახსნა, თუ რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული. ყველა ის ხარჯი, რასთან დაკავშირებითაც ამ დრომდე ბრალდების მხარე ცდილობდა, რომ საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარა, დღეს მოხდა ამის ლუსტრაცია და ნათელი გახდა, რომ არავითარ კომფორტს, ფუფუნებას და ასე შემდეგ, ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები