28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა შვედეთში ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. 

ჯოზეფ ბორელის თქმით, უკრაინაში არსებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, ერთიანობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე.

"ბელარუსში რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები გრძელდება. ევროკავშირის ერთიანი პოზიციაა, დაასრულოს ჩვენს საზღვრებთან ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ორკესტრირებული მიგრაციული კრიზისი. მოწყვლადი ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ევროკავშირი მხარს უჭერს და მზად არის, შეავსოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევა შეთანხმებული, ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირებისთვის.

ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოში მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და ასევე, მოლდოვის რესპუბლიკაში დნესტრისპირეთის დარეგულირების პროცესს. სტაბილურობა ეუთო-ს მთელ რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია,"- განაცხადა ბორელმა.  

დღის ამბები