28 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს - ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის - კელი დეგნანი 

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მისივე თქმით, ფაქტობრივად, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს.

ასევე დეგნანმა შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე. კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური მოვლენა, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით და ასევე ეს ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაში.

"ოქტომბრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ უფრო დაბალმა საარჩევნო ბარიერმა საშუალება მისცა ცხრა ძალიან განსხვავებულ პარტიას შესულიყო პარლამენტში. საარჩევნო ბარიერი რომ 5% დარჩეს, ეს ნიშნავს, რომ მის გადალახვას, სავარაუდოდ 2-3 პარტია შეძლებს მომავალ არჩევნებში. ეს არ არის ტრაექტორია, რომელიც მეტ მრავალფეროვნებას გამოიწვევს, პარლამენტში მეტი განსხვავებული შეხედულების წარდგენის საშუალებას შექნის. ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ის, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდა, რომ დადებითი ფაქტია, არ განხორციელდება," - აღნიშნა კელი ელჩმა.

დღის ამბები