28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორში გადაჰყავთ. საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულებულია. პროცესი 3 საათს გაგრძელდა.

ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმე განიხილებოდა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა.

მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი ეტაპირება კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხდება, სადაც ის 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. 

სასამართლო პროცესი, რომელიც 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს ეხება დასრულებულია. მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს 11:00 საათზე  გაიმართება. 

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც

დღის ამბები