ციხიდან პატიმრების გასათავისუფლებლად, კრიმინალურმა დაჯგუფებებმა მექსიკის ქალაქ ტულაში სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ორი ავტომობილი ააფეთქეს.
აფეთქების შემდეგ, შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ციხიდან 9 პატიმარი გაიქცა.
დაშავებულია ორი სამართალდამცველი.