28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
მორიგი უკანონო დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან - 47 წლის მამაკაცი სოფელ ვანელის მიმდებარედ აიყვანეს

კიდევ ერთი უკანონო დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან - საქართველოს ერთი მოქალაქე სოფელ ვანელის მიმდებარედ აიყვანეს. ოსური მედიის ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი თელავიდანაა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერგნეთიდან შევიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

ქართული მხარე კვლავ აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

დღის ამბები