ევროკავშირის ქვეყნებმა კოვიდთან და მის ომიკრონ ვარიანტთან საბრძოლველად სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობაზე უნდა იმსჯელონ - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ bbc ავრცელებს.
ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ვაქცინების როლი გადამწყვეტი იქნება "უაღრესად გადამდები" ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგახსენებთ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ უკვე ორმა ათეულმა ქვეყანამ განაცხადა, მათ შორისაა ევროკავშირის ქვეყნებიც. ევროკავშირმა ახალი შტამის გამო სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.