CNN-ის ტელეწამყვანი ეთერიდან განუსაზღვრელი ვადით მოხსნეს.
ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ კრის კუომო თავის ძმას, ნიუ-იორკის ყოფილ გუბერნატორს ეხმარებოდა, როდესაც მის მიმართ სექსუალური ბრალდებები გაჟღერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი მედიაში თავის კავშირებს იყენებდა ძმის დასაცავად.
კუომოს საქციელი ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად შეფასდა.