28 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ კარგი იქნებოდა მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება სასამართლო პროცესებს დაესწროს - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრებას ითხოვს - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმაც გააკეთეს განცხადება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ედუარდ სააკაშვილი და გიული ალასანია იმყოფებოდნენ.

ასევე ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად მისი თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე იყო შესული. ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება სასამართლო პროცესებზე დასწრების.

"გზავნილი აქვს თქვენთან, თქვენს ნებისმიერ კოლეგასთან. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანები, რომლებსაც გიწევთ 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად გაშუქება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება, თუნდაც თითო წარმომადგენლით დაესწრონ სხდომათა დარბაზში," - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

დღის ამბები