28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია:

გენადი მაკარიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

თამარ ოქროპირიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

ნინო სანდოძე - 80 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

მანამდე მათ მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.

დღის ამბები