28 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - პოლიციამ 12 პირი დააკავა

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი დააკავა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები.

სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვა უბნებში ჩაატარეს.

12 დაკავებულიდან 10 ნარკორეალიზატორია, დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულს მამა ამბობს, რომ მის შვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია ნარკოტიკულ საშუალებებთან :

„არაფერი ვიცი, ჩემი შვილი საჭმელად იყო მოსული, შეჭამა და გავიდა. რამდენიმე წუთში გავიგე, რომ ის ცენტრში პოლიციამ დააკავა. ადვოკატი ჯერ არ გვყავს, ჩემს შვილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნარკოტიკებთან,“-ამბობს დაკავებულის მამა.

დღის ამბები