28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
გვექნება რეკომენდაცია, გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო მწვანე პასპორტის იდეა და იყოს შემცირებული 6 თვემდე - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, კოვიდგადატანილებთან დაკავშირებით, ე.წ. მუდმივი მწვანე სტატუსის გადაწყვეტილება გადაიხედოს.

 "იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო მწვანე პასპორტის იდეა და ეს იყოს შემცირებული 6 თვემდე. ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ეს არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები