28 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
დღეიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა

დღეიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა. ბარათის გარეშე შესვლა შეუძლებელი ხდება რესტორნების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.

ამბობენ, რომ რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. ასევე, დღეიდან რესტორნებისთვის სამუშაო დროის შეზღუდვა იხსნება და ობიექტები მათთვის სასურველი დროით იმუშავებენ.

"მწვანე პასპორტები ეს არის პირობა, რომლის შედეგადაც ეკონომიკა კიდევ უფრო უნდა ამუშავდეს. მოსულ სტუმარს აქვს QR კოდი, რომელიც სმარტფონით ნამდვილად გაკონტროლდება, სადაც დანახული იქნება პიროვნების სახელის და გვარის ინიციალები და სახე და, ამ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც "მწვანე პასპორტს" ეკუთვნის,"- აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე. 

დღის ამბები