28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისკენ მოუწოდებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალოს. ამის შესახებ განცხადება მან TV პირველის გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.

"მე დღეს ის ბიჭები მეცოდება ყველა. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო, დღესვე ვაპატიებ რატომ ვიტანჯო. განა ის ბავშვები და იმათი მშობლები არ მეცოდება?! მე ბოლო სასამართლოზეც ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის ყველა გამოუშვან. კალანდიაც გამოუშვან. აღარაა მკვლელები ჩემთვის მნიშვნელოვანი. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე,"- ამბობს ზაზა სარალიძე. მისი თქმით, ის ბოლომდე იბრძოლებს იმ მაღალჩინოსნების დასასჯელად, რომლებიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს უშლიდნენ.

დღის ამბები