28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ტრიოს ფარგლებში ჩვენ წარმატებული მხოლოდ ევროკავშირის დახმარებით ვიქნებით - მოლდოვის პრემიერი

მოლდოვის პრემიერის ნატალია გავრილიცას განცხადებით, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე წარმატებას ელოდებიან.

"სამი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ორი კვირით ადრე, არ არის უბრალოდ დამთხვევა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვაცხადოთ, რამხელა გზა გავიარეთ და კიდევ რამდენი გვაქვს გასავლელი. ამ გზის გაკაფვის საშუალება ევროკავშირმა მოგვცა, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან უფრო გაღრმავდა და ჩვენი დიალოგი არის უფრო სტრუქტურიზებული. საიდუმლო არ არის, რომ გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით, მაგრამ ახლა უკან დასაბრუნებელი გზა არ არის. აღმოსავლეთ პარტნიორობის როლი არის უმნიშვნელოვანესი და ის უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ პოლიტიკურ ერთობას. ტრიოს ფარგლებში ჩვენ წარმატებული მხოლოდ ევროკავშირის დახმარებით ვიქნებით. ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც ზაფხულში გამოცხადდა, იქნება მთავარი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი ქვეყნები მიიღებენ," - განაცხადა ნატალია გავრილიცამ.

დღის ამბები