28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ქართული ლიტერატურა სამხრეთ ამერიკაში - გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ქართული სტენდი წელს პირველად არის წარმოდგენილი

ქართული ლიტერატურა სამხრეთ ამერიკაში - საქართველო ეროვნული სტენდით მექსიკის ქალაქ გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ფესტივალზეა წარმოდგენილი.

ღონისძიება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, პირველია, ესპანურენოვან სამყაროში კი, ყველაზე ავტორიტეტული.

მკითხველს საშუალება აქვს ქართველი მწერლების უცხოენოვანი თარგმანები შეიძინოს. ამერიკის კონტინეტის ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობა 1987 წლიდან მასპინძლობს მსოფლიო ლიტერატურისა და სხვადასხვა ქვეყნის სტენდებს. წელს კი ეს პატივი ქართველ პროზაიკოსებს ერგოთ.

დღის ამბები