28 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
სააკაშვილი შემდეგ პროცესზე წარდგება როგორც მბრალდებელი... ის მხარდამჭერებს მოუწოდებს მივიდნენ და გამართონ აქცია - კობა ნაყოფია

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს გორის ჰოსპიტალში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ნაყოფიამ მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა განცხადება მედიასთან გააკეთა. მანამდე კი კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მისმა უფლებადამცველმაც მოინახულა. 

კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, რომ შემდეგ პროცესზე მივიდნენ და საპროტესტო აქცია კვლავ გამართონ.

"მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ისინი მოვიდნენ, გამართონ აქცია. ის აუცილებლად წარდგება შემდეგ სასამართლო პროცესზე. ის შემდეგ პროცესზე წარსდგება როგორც მბრალდებელი, ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის და ექნება თავისი საბრალდებო დასკვნა," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის თქმით, მესამე პრეზიდენტს ოდნავი სისუსტე აღენიშნება, თუმცა თავს მხნედ გრძნობს.

"დაბრუნების შემდეგ ჩატარდა ყველა კლინიკური, ლაბორატორიული კვლევები. ანალიზები, ყველაფერი რიგზეა და ფორმაშია. პაციენტი იყო ძალიან დაღლილი, დაისვენა. დღეს დილით აღენიშნება პატარა სისუსტე, მაგრამ არის მხნედ. 

რაც შეეხება რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით," - აღნიშნა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა.

დღის ამბები