28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ყველამ ვიცით, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება და მათ გადაჭრაში ჩვენ დაჟინებით მომთხოვნები ვრჩებით - შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. მასში შარლ მიშელი საქართველოს და ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ საუბრობს. 

"საქართველოში გვჭირდება, რომ დამაჯერებლად მივყვეთ გამოკვეთილ რეფორმებს, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემითა და ინსტიტუციების სანდოობის სასარგებლოდ. თუ ჩვენ დავკარგავთ სარისკო მიმართულებების ნაწილს, ჩვენ ვრისკავთ, რომ სხვა მიმართულებებიც დავკარგოთ, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისებისა, სამხედრო კონფლიქტებისა, პანდემიისა თუ სხვა გამოწვევებისა, ჩვენ შევძელით ჩვენი პარტნიორობის გაუმჯობესება, მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესსაც, გავაუმჯობესეთ საარჩევნო სტრუქტურები, ვიმუშავეთ ადმინისტრაციული რეფორმებისა თუ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიმართულებით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითაც. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება და მათ გადაჭრაში ჩვენ დაჟინებით მომთხოვნები ვრჩებით. დემოკრატიის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, სამართლის უზენაესობის დაცვა, თავისუფალი მედია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ეს არის რთული ბრძოლა, თუმცა აუცილებელი და ღირებული ბრძოლა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფა კი ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა,“ - აცხადებს შარლ მიშელი.

მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ საუბრობს მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ. 

"რეგიონალური გაუმჯობესებისთვის ყველაზე რთულ რეფორმებზე უნდა ვიზრუნოთ და ეს არის სასამართლო სისტემა. დამოუკიდებელი მოსამართლეები და პროკურორები იქნება ყველასთვის სამართლიანი სასამართლოსა და ჩვენი ქვეყნების საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების გარანტია. რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის დონეს გააუმჯობესებს. მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ უფრო ამბიციური დღის წესრიგი შევქმნათ სტრატეგიული მიდგომისთვის, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გავაგრძელებთ სამომავლო გზას ერთად,“ - ამბობს მაია სანდუ. 

 

 

 

დღის ამბები