28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ჯანმოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კორონავირუსის ახალი ვარიანტის მთელ მსოფლიოში გავრცელების მაღალ რისკებზე საუბრობს.

მეცნიერები ამ დრომდე იკვლევენ, რამდენად სწრაფად ვრცელდება "ომიკრონი". ჯანმოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება. ვირუსის ახალი შტამი არ დადასტურებულა შეერთებულ შტატებშიც, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ახალი ვარიანტის გამოვლენა შტატებში გარდაუვალი იქნება.

"თეთრი სახლის" ლიდერი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

"ვირუსის ახალ ვარიანტს ადრე თუ გვიან შეერთებულ შტატებშიც ვიხილავთ. თუ ხალხი აცრილი იქნება და პირბადეს ატარებს, ლოკდაუნის საჭიროება არ გვექნება. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა და საუკეთესო მედიკამენტები გვაქვს, გვყავს საუკეთესო მეცნიერები და ყოველდღე უფრო მეტს ვსწავლობთ. კორონავირუსის ახალ ვარიანტთან საბრძოლველად იმაზე მეტი საშუალება გვაქვს, ვიდრე როდესმე გვქონია. ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ მას. ვიცი დაიღალეთ ჩემგან ამის მოსმენით, მაგრამ საუკეთესო თავდაცვა ნებისმიერი ვარიანტის წინააღმდეგ სრულად აცრა და ვაქცინის ბუსტერ დოზაა. ჩვენ მზად ვართ ახალი ვაქცინების საჭიროების შემთხვევისთვისაც. ჩემი გუნდი მუშაობს ამ საკითხზე "ფაიზერის", "მოდერნასა" და "ჯონსონის წარმომადგენლებთან","- აცხადებს ჯო ბაიდენი. 

დღის ამბები