28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, პარალელურად კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და სექტორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა აფრიკული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან.

"ვესაუბრეთ 2024 წელს გასაკეთებელ განაცხადზე და ავუხსენით, რატომ გვაქვს არჩეული 2024 წელი. აფრიკულ ქვეყნებთან ჩვენი საუბარი შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ეს ქვეყნები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიმართულებით გვითხრეს, რომ მათი პოზიცია არის მყარი," - ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

საქართველოში არსებულ გენდერულ კვოტირებასა და ქალთა წარმომადგენლობაზე ისაუბრა ასამბლეის ფარგლებში გამართულ ქალთა ფორუმსა და ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა.

დღის ამბები