28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო შემთხვევას სიღრმისეულად იკვლევს - საქართველო "ომიკრონის" საფრთხის წინაშე

სხვა ქვეყნების მსგავსად, ახალი შტამის წინააღმდეგ დაცვის ბარიერი არც საქართველოს აქვს. მოსალოდნელი ეპიდემილოგიური საფრთხეებიიდან გამომდინარე, ინფექციონისტები ყველა შესაძლო სცენარს განიხილავენ. ომიკრონის გავრცელების მასშტაბებით არც იმას გამორიცხავენ, რომ B 1.1 529 მოკლე პერიოდში დომინანტი გახდეს და დელტა შტამი მთლიანად ჩაანაცვლოს.

ახალი შტამის გავრცელების მთავარი წყარო, შესაძლოა, სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსული ნებისმიერი ადამიანი გახდეს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრი პრევენციის მიზნით, ოპტიმალურ დიაგნოსტიკაზე ალაპარაკდა, რაც ამ სეგმენტისთვის, ზუსტი მონაცემების დასადგენად, PCR ტესტის გამოყენებას გულისხმობს. საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

ლუგარის ლაბორატორიამ ყველა კოვიდ საეჭვო ნიმუშის სიღრმისეული კვლევა დაიყო. PCR ტესტის 3 გენიდან თუ 2 დადებითი და ერთი უარყოფითი იქნება, ეს B 1.1 529 -ის ახალი შემთხვევას დაადასტურებს .

მზადყოფნა - იმუნიზაციის პროცესში მეტი ადამიანის ჩართვაზე მიუთითებს. ექიმები ბუსტერ დოზების გააქტიურებაზეც საუბრობენ.

B 1.1 529 დელტა შტამთან შედარებით 5-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯერჯერობით ვაქცინების ეფექტი ომიკრონზე დადასტურებული არ არის .

დღის ამბები