28 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სააკაშვილის დროს სასამართლოში გასაშუქებლად ფეხს ვერ მიადგამდით, შესაძლოა მოხვედრილიყავით შემთხვევით - მდინარაძე მედიას

"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ახლა სამართლიანი სასამართლოს პირობებში უწევს პასუხისგება. მისი თქმით, ახლანდელი სასამართლო სააკაშვილის შექმნილი სასამართლოსგან განსხვავებული და დამოუკიდებელია. 

"არსებობს უდიდესი ცუდი ქმედებები და დანაშაულები ამ დანაშაულის წინაშე პასუხი უნდა აგოს დამნაშავემ. ასეთი საქმეები არის, 2 მათგანზე მსჯავრდებულია სააკაშვილი და მიდის ახლა სხვა დანაშაულებებზეც წარმოება, სასამართლო შესაბამის განაჩენს გამოიტანს.

ოღონდ, ისეთ სასამართლოში კი არა, როგორიც მას ჰქონდა, სადაც ჟურნალისტებს ფეხი არ ჰქონდათ დადგმული, პირდაპირ ტრანსლაციაზე ზედმეტია საუბარი, სასამართლოა, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს მისცა ნება, ჩართულიყო პირდაპირ ეთერში, რასაც ვერ წარმოიდგენდით ვერასოდეს, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. 

გასაშუქებლად იქ ფეხს ვერ მიადგამდით მისი მმართველობის დროს, ისე, შესაძლოა მოხვედრილიყავით შემთხვევით,"- განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს. 

დღის ამბები