28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ხელისუფლება პროვოკაციებით ცდილობს მორალური უპირატესობა დაგვაკარგინოს - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი პროტესტი უნდა იყოს აქტიური, თუმცა არაძალადობრივი.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პროვოკაციებით ცდილობს მათ მორალური უპირატესობა დააკარგინოს. 

"ერთის მხრივ, უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, შეუპოვრები, პროტესტი უნდა იყოს მზარდი, არაძალადობრივი, მაგრამ, მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება 24 საათის განმავლობაში ფიქრობს, როგორ ჩაგვითრიოს პროვოკაციაში ისე, რომ მთავარი რამ დაგვაკარგვინოს, რაც ამ რეჟიმს ანგრევს და ეს მთავარი რამ არის მორალური უპირატესობა, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ უპირატესობაში,"-აცხადებს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოსთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე, დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა. დემონსტრანტები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა. შსს-ს ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის მუხლით, 15 პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენეს. 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ექსპრეზიდენტს 7 ნოემბრის საქმეზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, რის შემდეგაც ის კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები