28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
დავით აღმაშენებელმა სიკვდილის წინ "გალობანი სინანულისანი" დაწერა ბევრი ცოდვა მაწევს და მაპატიეთო, სააკაშვილს ნატამალი სინანული არ წამოსცდენია - ელისაშვილი

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების," - ასეთია ალექსანდრე ელისაშვილის შეფასება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა საქალაქო სასამრთლოში 7 ნოემბრის პროცესზე გააკეთა. "მოქალაქეების" ლიდერ უკვირს, რომ სააკაშვილს არც სინანულის გრძნობა გამოუვლენია და არც ბოდიში მოუხდია საზოგადოებისათვის. 

"რეალურად ეფექტური ქართული სახელმწიფო გვქონდა არასრული 100 წელი და იმ სახელმწიფოს დამფუძნებელმა დავითმა - თავიდან ერთი სოფლის მეფე, რომ იყო და უზარმაზარი საქართველო, რომ დატოვა, სიკვდილის წინ "გალობანი სინანულისანი" დაწერა. სახელმწიფოს კი ვაშენებდი, მაგრამ ბევრი ცოდვა მაწევს და შეცდომაც ბლომად დავუშვიო და მაპატიეთ რაც შევცოდეო. დავითმა, აღმაშენებელმა დაწერა ეს! სააკაშვილს კიდე ერთი ნატამალი სინანული არ წამოსცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას. გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა ისე აღწერა - არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი. არადა სინანული და გულწრფელი ბოდიში ღირსებაზე მეტყველებს ადამიანის და ეს ღირსება სააკაშვილს, დღეს ოდნავაც არ გამოუვლენია. განა მიკვირს ან ველოდი. მისთვის იყო უკეთესი, მაგრამ - "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების,"- წერს ალექსანდრე ელისაშვილი facebookze-ის პირად გვერდზე.   

დღის ამბები