28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
მხარს ვუჭერთ პრემიერის ინიციატივას, ყველა პუნქტი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა მორგებული - "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ"

სამოქალაქო მოძრაობის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი პრემიერის ინიციატივას, დარეგულირდეს სათამაშო ბიზნესი დადებითად აფასებს.

თამარ ჯაფარიძის თქმით, ინიციატივის თითოეული პუნქტი მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული. 

"მხარს ვუჭერთ ამ კანონპროექტის ინიციატივას. ყველა პუნქტი, რაც ჩამოთვლილია, მერწმუნეთ, ესაა ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე მორგებული. უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რომ დავიცვათ და საკანონმდებლო დონეზე, ბოლოს და ბოლოს, სათამაშო ბიზნესი რეგულირების ჩარჩოებში მოექცეს. ონლაინ თამაშების თუ სახმელეთო სამორინეების რეგულაციებში მოქცევა ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, რადგან, მერწმუნეთ, რეგულაციების მიღმა დარჩენილი სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის მუხრუჭია,"- აცხადებს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამი მიმართულება დაასახელა- ონლაინ სათამაშო სექტორი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა "შავი სია" და აიკრძალება რეკლამის სატელევიზო, გარე და ქართულ საიტებზე განთავსება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი და მოქალაქეებს 25 წლამდე აეკრძალებათ აზარტული თამაშის უფლება. 

დღის ამბები