28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"მქონდა თუ არა მე შეცდომები? საკმარისზე მეტი!.." - რას ნანობს მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს შეცდომები და გადაცდომები იყო, რომელსაც ძალიან ნანობს და ასევე, ბოდიში მოიხადა, შეცდომისთვის, რომ ვერ შექმნა დამოუკიდებელი სასამართლო.

"მქონდა თუ არა მე შეცდომები? საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ.

პირველ რიგში ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა ნიკა მეუბნებოდა, რომ არ შეიძლება სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ სამართალს იპოვის იმ საქმეებში, რაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი წყალში გადაყრილია.

ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ გეგონება ყველაფერი ზუსტად გამოიცნო.

და ამიტომ, რა თქმა უნდა ეს შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით მაგალითად იგივე დამოუკიდებელი სასამართლო შეეხო ძალიან ბევრ ჩვენ თანამემამულეს და ახლა შემეხო მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო ისე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული - მეორე.

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები