28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
არანაირი "გირგვლიანის საქმე" არ არის, ასე დაარქვეს პიარისთვის - მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე მის წინააღმდეგ პიარისთვის გამოიყენეს.

რაც შეეხება გელაშვილის საქმეს, მსჯავრდებული პრეზიდენტის შეფასებით, აქ არის ერთადერთი ჩვენება, რომელიც კლასიკური hearsay-ი.

"მე ვარ გასამართლებული უკვე 2 საქმეზე, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას - პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმეს, რომელიც არანაირი "გირგვლიანის საქმე" არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო?! ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული ?! მართლა ყველაფერს ხომ აქვს რაღაცა.

მეორე საქმეზე აღარ ვსაუბრობ, გელაშვილის საქმეზე - ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური "hearsay", ინგლისური ტერმინი - ალბათ, ინგლისურიც არ გესმით, მაგრამ მე დამთავრებული მაქვს 4 უნივერსიტეტი დასავლეთში და მაინც ინგლისურად ვიტყვი, რაც ნიშნავს: "მე გავიგე, რომ იმან გაიგო". აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები