28 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
"ოფიციალური პარიზი არ აპირებს ლონდონის საშინაო პოლიტიკის მძევლად დარჩეს" - საფრანგეთის შს მინისტრი 

"საფრანგეთი მზადაა დიდ ბრიტანეთთან არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები სერიოზულად განიხილოს, თუმცა ოფიციალური პარიზი არ აპირებს ლონდონის საშინაო პოლიტიკის მძევლად დარჩეს" - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ბრექსიტის შემდეგ, 2 ქვეყანას სავაჭრო და სათევზაო უფლებებთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ. 27 დაღუპული მიგრანტის შემდეგ ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა.

ბრიტანეთის პრემიერმა, საფრანგეთის პრეზიდენტს წერილი მისწერა, სადაც ერთ-ერთი ინიციატივა- მიგრანტების უკან, საფრანგეთში დაბრუნებას გულისხმობს. ამან ოფიციალური პარიზის გაღიზიანება გამოიწვია. შედეგად საფრანგეთმა ევროპელ კოლეგებთან მიგრაციის საკითხის განსახილველ შეხვედრაზე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევა გააუქმა.

დღის ამბები