28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ორჯერ მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარი ნათქვამი - მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში ყოფნისას ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა. თუმცა, როგორც მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ყველაფერი -  ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა გვერდზე გაწია და საქართველოში დაბრუნდა.

"უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, "იფსოსის" გამოკითხვით - ვის ნახვას ისურვებდით უკრაინის პრემიერ-მინისტრად - პირველ ადგილზე ვარ. მეტიც, მინიმუმ ორჯერ მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარი ნათქვამი პრეზიდენტ პოროშენკოს დროს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც," - განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები