28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
პოლიციამ გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა

საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გიგი უგულავა განარიდეს. იქამდე, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება. საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები; პარალელურად, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რა დროსაც აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. 

დღის ამბები