28 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეკემბერში წარედგინება

ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პარლამენტთან ერთად, მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს ამ საკითხზე.

"დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში. ასეთია ჩვენი სურვილი და ჩვენ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად, ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ საკითხზე,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები