28 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
პენიტენციურმა სამსახურმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

სპეციალური პენიტენციური სამსახური "კურიერს" უდასტურებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

მიხეილ სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე ნახევარი საათი დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.  

სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ესკორტირება უკვე განხორციელდა.

დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. თუ კი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას დათანხმდება, ბრალდების მხარე ამისთვისაც მზად არის. მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. 

უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები